თბილისში 19 399 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეწყვეტილი აქვს, — ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე განმარტებით, გაზის მიწოდება დროებით შეწყდა ტექნიკური მიზეზების გამო და აღდგება 23 მაისს, 21:00 საათზე.
გაზის გარეშე დარჩნენ:
- სამგორის რაიონში — 16 000-ზე მეტი აბონენტი
- გლდანის რაიონში — 3 000-ზე მეტი აბონენტი
- ნაწილობრივ: სანზონა, დიდუბე და საბურთალო
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის და განმარტავს, რომ ყველა ტექნიკური ჯგუფი მობილიზებულია, რათა გაზის მიწოდება დადგენილ ვადაში სრულად აღდგეს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია