ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში 32 000 მიუსაფარი ცხოველია — რატომ არის პრობლემა პატრონიანი ცხოველები?

თბილისში 32 000 მიუსაფარი ცხოველია — რატომ არის პრობლემა პატრონიანი ცხოველები?

თბილისში მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა 32 000-მდე აღწევს — ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, გიორგი კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემის ძირითადი წყარო არა მიუსაფარი, არამედ პატრონიანი ცხოველები არიან, რადგან ხშირად არ სრულდება მოვლა-პატრონობის წესები, რაც განაპირობებს უკონტროლო გამრავლებას.

„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ პროექტი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო და განვლილ 1 თვეში ცხოველთა მეპატრონეების ცნობიერება საგრძნობლად არის ამაღლებული. მეორე მხრივ, ადგილზე მისულ ჩვენს თანამშრომლებს ხვდებათ მოცემულობა, რომ ხშირ შემთხვევაში, მოვლა-პატრონობის წესები არ არის დაცული, რაც ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმებთან შეუსაბამობას გულისხმობს. კერძოდ, ყველა მეპატრონე ვალდებულია, საკუთარი ცხოველი დაჩიპოს, გაუკეთოს ვაქცინაცია და შეუქმნას მინიმალური საცხოვრებელი პირობები, ასევე შესაძლებელია სტერილიზაციაზეც იყოს საუბარი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა შევამციროთ. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიუსაფარი ცხოველების გამრავლების წყარო პატრონიანი ცხოველებია. შესაბამისად, ის პროცედურები, რისი ჩატარების აუცილებლობის დანერგვაზეც ჩვენი სააგენტო მუშაობს, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კარდაკარ დავდივართ, ამ ეტაპზე, გლდანის რაიონში და ყველა მისამართს ვამოწმებთ, ვამყარებთ კომუნიკაციას, ვიღებთ მათგან ჯავშნებს, რაც ხსენებულ პროცედურათა ჩატარების პროცესს უფრო მეტად ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს ხდის. ბოლო კვლევის მიხედვით, ქალაქში 32 000-მდე მიუსაფარი ცხოველი გვყავს. ჩვენმა სააგენტომ, მაგალითად, გასულ წელს დაახლოებით 10 000-მდე სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაცია გააკეთა. ამის გარდა, ვიცით, რომ კერძო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაც ტარდება ასეთი ღონისძიებები. თუმცა, სამწუხაროდ, ამ პრობლემის მოგვარებას კიდევ უფრო მასშტაბური ჩართულობა და მუშაობა სჭირდება“, – განაცხადა კობიაშვილმა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში ახალი სკვერი და სპორტული მოედანი ეწყობა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები