თბილისში 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები ოფიციალურად დაუკანონდა — შენი თბილისი

თბილისში 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები ოფიციალურად დაუკანონდა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

სამგორის, ისნისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 35 ოჯახს სიმბოლურ ფასად, მხოლოდ ერთ ლარად დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები, თბილისის მერმა ოფიციალურად გადასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები.

კახა კალაძემ მედიას განუცხადა, რომ აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2017 წელს დაიწყო და ამ დროისთვის 3,300-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„დღეს 35 ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართი. მინდა, მივულოცო მათ და პირველ რიგში, ჯანმრთელობა და სიხარული ვუსურვო. ვიცი, რომ დიდი ხანია ელოდებოდნენ დღევანდელ დღეს. ჩვენ ამ პროგრამის განხორციელება 2017 წლიდან დავიწყეთ და 3 300-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული გვყავს. პროგრამას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, ვიდრე ყველა ადამიანი, რომელიც ამავე პრობლემის წინაშე დგას, არ იქნება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი. ამ მიზნით, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას და ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაგეხმარებიან, დაგაკვალიანებენ, თუ რა დოკუმენტებია წარსადგენი, რათა შემდგომში მოხდეს იმ ფართების დაკანონება, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობთ. ასეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა ოჯახებისთვის საკუთრებაში გადაცემული, რაც ძალიან მიხარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგო ბირკაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე ასევე იმყოფებოდნენ აღნიშნულ ღონისძიებაზე.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები ოფიციალურად დაუკანონდა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-35-%e1%83%9d%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network