ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში სამი ახალი პროექტი მიმდინარეობს

თბილისში, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში სამი ახალი პროექტი მიმდინარეობს

თბილისში, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს, რომლის მიზანი ავარიული მრავალბინიანი კორპუსების ჩანაცვლებაა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობებით.

პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მიაწოდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ავარიული შენობა-ნაგებობების არსებობა თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ მერია აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის გადაჭრისთვის.

„დედაქალაქისთვის ავარიული სახლების არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენ წამოვიწყეთ პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ახალი, თანამედროვე კორპუსებით. როდესაც გავაკეთეთ მოკვლევა რაიონების მიხედვით, 10 ათასამდე ასეთი შენობა-ნაგებობა დაფიქსირდა. ცხადია, ყველას მინიჭებული აქვს ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია, თუმცა პრობლემა სერიოზულია. შედეგად, ჩვენ ვიმუშავეთ და საზოგადოებას წარვუდგინეთ არა მხოლოდ ხედვა, არამედ კონკრეტული პროგრამა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოქალაქეების ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე მოხდეს მათი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება. მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი თანხის გადახდა. პირველივე დღიდან, როგორც კი გაფორმდება ხელშეკრულება, მოქალაქეები გაგვყავს ქირით, გამარჯვებული კომპანია ახორციელებს ავარიული შენობის დემონტაჟს და აშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც გარემონტებულ ბინებს გადასცემს მოქალაქეებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მეშვიდე კვარტალში N12 კორპუსი უკვე აშენდა, ხოლო ახალი საცხოვრებელი კორპუსის 36 ბინა 36 ოჯახს გადაეცა.

„რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია სამ მისამართზე. კერძოდ, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩა N18-ში, სადაც, არსებული სამსართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 29 ოჯახს გადაეცემა; მეორე პროექტია საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მდებარე ოთხსართულიანი ავარიული შენობა, რომლის ნაცვლად, რვასართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალაშენებულ კორპუსში გარემონტებული ბინა 19 ოჯახს გადაეცემა; სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის დასახლების მე-3 მასივში. დემონტაჟი ჩაუტარდება მეოთხე კვარტალში მდებარე N6 კორპუსს და ოთხსართულიანი შენობის ადგილზე, ათსართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 36 ოჯახს გადაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

READ  როგორი შენობა ითვლება ავარიულად

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.