თბილისის უძრავი ქონების ბაზარში სამი უბანი გამოირჩევა ფასების მომავალი ზრდის პოტენციალით. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ორთაჭალა-კრწანისი და დიდი დიღომი არის ყველაზე პერსპექტიული ლოკაციები ინვესტიციისთვის.

ივნისში თბილისში ბინების გასაქირავებელი ფასი 11%-ით შემცირდა — TBC Capital

SheniTbilisi.ge
SheniTbilisi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

TBC Capital-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვა გამოაქვეყნა. საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ივნისში თბილისში 3,236 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის ივნისის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. TBC Capital-ის დაკვირვებით, ეს ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტითაა გამოწვეული.

ამავე პერიოდში ბინების გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1,269-ს გაუტოლდა, რაც წლიურ ჭრილში 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბაზრის მოცულობამ კი $264 მილიონს მიაღწია – წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ბინების გასაქირავებელ ფასს, ამ შემთხვევაში მაჩვენებელმა კვადრატულ მეტრზე $10.4 შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 11%-იან კლებას გულისხმობს.

ამავდროულად, 2025 წლის ექვს თვეში თბილისში საცხოვრებელი სივრცეებისთვის სამშენებლო ნებართვა ჯამურად 697 ათას კვადრატულ მეტრზე გაიცა. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

Share This Article
Follow:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *