პარასკევი, ივნისი 13, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიისრაელისა და ირანის დაპირისპირების ფონზე თბილისსა და ბათუმში ფრენები გაუქმდა

ისრაელისა და ირანის დაპირისპირების ფონზე თბილისსა და ბათუმში ფრენები გაუქმდა

ისრაელისა და ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე საქართველოში ავიამიმოსვლა შეფერხდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 რეისი, ხოლო ბათუმის აეროპორტიდან 7 რეისი გაუქმდა.

როგორც TAV Georgia-ში აცხადებენ, გაუქმებული ფრენები ეხება არა მხოლოდ ისრაელის მიმართულებას, არამედ ზოგიერთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანასაც. რეგიონში შექმნილი ვითარების გამო აღნიშნულ ქვეყნებში საჰაერო სივრცის დროებითი შეზღუდვა მოქმედებს.

13 ივნისს გამთენიისას ისრაელის თავდაცვის არმიამ ირანის ქალაქ ნათანზში მდებარე ურანის გამდიდრების ობიექტსა და ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ირანელ მეცნიერებზე იერიში მიიტანა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შეტევის მიზანი იყო ირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვა.

მოცემული დაძაბულობის გამო საკუთარი საჰაერო სივრცე დახურეს ისრაელმა, ირანმა, ერაყმა და იორდანიამ. ისრაელში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა.

საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენა დამოკიდებული იქნება რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის განვითარებაზე.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ლისის ტბის მიმდებარედ 21, 22 და 23 ივნისს ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები