ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიკახა კალაძემ ისნის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე გახსნა

კახა კალაძემ ისნის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე გახსნა

თბილისის მერიის და კომპანია „ას ჯორჯიას“ შეთანხმებით, ისნის რაიონში, საცხოვრებელი კომპლექსის „პარკ ბულვარის“ მიმდებარედ, 7.5 ჰექტარ ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცე გაშენდა. პარკი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

„ძალიან მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი და არა მხოლოდ ახალგაზრდა. თქვენთან ერთად, მეც გახარებული ვარ, რომ ისნის რაიონში, „დირსის“ დასახლებაში ასეთი შესანიშნავი რეკრეაციული სივრცე შეიქმნა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა და მუნიციპალიტეტმა ითანამშრომლოს. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ას ჯორჯიას“ თანამშრომლობისთვის და ამ ძალიან კარგი პროექტის განხორციელებისთვის. მართლაც მშვენიერია, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, ატრაქციონები პატარებისთვის, ველობილიკები, გამწვანებული, განათებული სივრცე. ახლა მთავარია, რომ ამ ყველაფერს მოვუაროთ და შევინარჩუნოთ. ჩვენ ვაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვქონდეს მშვიდობა. რომ არ იყოს მშვიდობა, შეუძლებელი იქნებოდა დღეს აქ შეკრება, შეუძლებელი იქნებოდა, თუნდაც ეს პარკი გაგვეხსნა. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია სიმშვიდეა, რასაც ცხადია, მოყვება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება და კეთილდღეობა“, – განაცხადა კალაძემ.

პარკის გამწვანების მიზნით, დაირგო 10,000-ზე მეტი ნერგი, მოეწყო ველო და საფეხმავლო ბილიკები, სპორტული და საბავშვო მოედნები, ასევე ძაღლების სასეირნო ზონა. ბულვარის სიგრძე დაახლოებით 1,750 მეტრია.

პროექტის განხორციელებისას კომპანია „ას ჯორჯიამ“ 3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა და პარკის მოვლა-პატრონობასაც უზრუნველყოფს.

აღნიშნული ინფორმაცია თბილისის მერიის მიერ გავრცელდა.

 

#drpkhakadze #davidiani

READ  თბილისში რაიონულმა გამგეობებმა ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროებებზე ₾400 მლნ-მდე დახარჯეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები