ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიკონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“ — განცხადებების მიღება უკვე დაიწყო

კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“ — განცხადებების მიღება უკვე დაიწყო

კონკურსზე „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება დაიწყო. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს კონკურსი საკმაოდ პოპულარულია შემოქმედებით ინდუსტრიებში და მისი მიზანია დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების იდეების პოპულარიზაცია და რეალიზაცია.

„აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში ბოლო წლების განმავლობაში 250-მდე პროექტი დაფინანსდა და ბევრი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა, მათ შორის, კომპიუტერული თამაშები ქართული ზღაპრების საფუძველზე, პროექტები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, გამოიცა მრავალი სამეცნიერო- პოპულარული წიგნი და სხვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კონკურსის ფარგლებში პროექტები მიიღება 21 მარტის ჩათვლით ოთხი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და მედიახელოვნება.

დამატებითი ინფორმაციისა და განაცხადების ატვირთვისთვის, მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ლევან ალექსიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა ორი თვით იზღუდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები