საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ლეღვთახევის ტერიტორიაზე, უზრუნველყოფის მიზნით, გამაგრებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საფუძვლად ეყრდნობა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რის შედეგადაც, დაიწყო ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებები.
ამ პროცესებს ადგილობრივი ხელისუფლების. წარმომადგენლები, თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, ადგილზე გაეცნენ. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ლეღვთახევის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა ძალიან რთული იყო, სადაც ფერდის გამოფიტვისა და ქვათაცვენის რისკები არსებობდა. აღნიშნულ პრობლემებთან გამკლავება საჭიროებდა სპეციალური ტექნიკის გამოყენებას და დროებითი პლატფორმის მოწყობას.
„ლეღვთახევში სარეაბილიტაციო სამუშაოები გვაქვს დაწყებული. ტერიტორიაზე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო – დაწყებულია ფერდის გამოფიტვა და ქვათაცვენის საშიშროება არსებობდა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სივრცე მთლიანად გამაგრდეს. სამუშაოდ რთული ადგილია და მოგვიწია დროებითი პლატფორმის მოწყობა. პროექტის დასრულებას ვგეგმავთ აგვისტოში. გვინდა, რომ ტერიტორია სექტემბრიდან გაიხსნას, თუ რაიმე დამატებითი არ გამოჩნდა. არის კონკრეტული ადგილები, სადაც ფერდები კიდევ უფრო მეტად გამოფიტულია და მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული ადგილები, სადაც ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული სივრცე იქნება სრულიად უსაფრთხო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მისი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ლეღვთახევის ტერიტორიაზე უსაფრთხოება სრულად იქნება უზრუნველყოფილი. თუმცა, ქვათაცვენისა და კლდეზვავური პროცესების რისკების შემცირების მიზნით, ტურისტებისთვის მიმოსვლა დროებით შეზღუდულია.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია, კრწანისის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები