ორშაბათი, მაისი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისაბურთალოს რაიონში 14 ლიფტი განახლდა - რეაბილიტაცია გრძელდება

საბურთალოს რაიონში 14 ლიფტი განახლდა – რეაბილიტაცია გრძელდება

საბურთალოს რაიონში ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ახლახან დასრულდა 14 ლიფტის განახლების პროცესი, რომელიც განხორციელდა შემდეგ მისამართებზე: კოსტავას ქ. N67, მიცკევიჩის ქ. N21, გამრეკელის ქ. N10, საირმის ქ. N12, არჩილ სულაკაურის ქ. N3 და პეკინის გამზ. I, N4. გარდა ამისა, თამარაშვილის ქ. N19ა-ში განახლდა ორი ე.წ. „კარაჩაროვის“ ლიფტი.

ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ბიუჯეტიდან 610,000 ლარი გამოიყო. პროექტის განხორციელება მიმდინარეობს ეტაპობრივად, რომლის პრიორიტეტები განსაზღვრულია ექსპერტიზის დასკვნისა და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით.

ამ ეტაპზე დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.

ლიფტების რეაბილიტაციის გაგრძელება მომდევნო ეტაპებზე უკვე იგეგმება, რაც გაამარტივებს საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ყოველდღიურ გადაადგილებას და ცხოვრების პირობებს.

 

#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi

READ  „32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები