მთაწმინდის რაიონში, უკლებას ქუჩაზე N6-ში შიდაკვარტალური ეზოს მოწესრიგება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ეზოში ახალი ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
სამუშაოები, რომელიც მთაწმინდის რაიონის მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესრულდა, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა. პროექტის რეალიზაციაზე დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 23 400 ლარის ოდენობით გამოიყო.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




