ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიდიდუბის რაიონში მოსასვენებელი სივრცეების აღდგენა გრძელდება

დიდუბის რაიონში მოსასვენებელი სივრცეების აღდგენა გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა პროექტის ფარგლებში ახორციელებს დაზიანებული მოსასვენებელი სივრცეების აღდგენასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. ამ პროექტის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში გრძელდება სამუშაოები, რომლის მიზანიც დიდუბის ტერიტორიაზე მოქალაქეებისათვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნაა.

ამ ეტაპისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა ორი მისამართზე. კერძოდ, დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-19 კორპუსისა და მეხუთე კვარტლის 23-ე და 24-ე ა და ბ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყო ახალი ბილიკები, განახლდა განათების სისტემა, ხოლო საბავშვო ატრაქციონების დაზიანებული კაუჩუკი შეიცვალა. ამასთან, განახლდა საჩრდილობელი სივრცეები, რაც გაზრდის ინფრასტრუქტურის სასარგებლო მნიშვნელობას სეზონურ პირობებში. დაზიანებული საპარკე ინვენტარი ახლით ჩანაცვლდა.

აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 123 476 ლარი გამოიყო.

#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi

READ  თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონი ლარი იქნება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები