საილუსტრაციო ფოტო

პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო — დაკავებულია 1 პირი

ანასტასია მჭედლიშვილი
ანასტასია მჭედლიშვილი
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ხ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

“სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, კერძოდ: 4 ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, ავტომატი, მაყუჩი, 82 ვაზნა,  6 მჭიდი და  200 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება “ტროტილი”.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე  მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”, — აცხადებენ შსს-ში.

დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *