ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგართობა/დასვენებაროგორ შევარჩიოთ სამზარეულოს ფასადი სწორად და ბიუჯეტურად

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს ფასადი სწორად და ბიუჯეტურად

საინტერესო რჩევები სამზარეულოს ფასადის სწორად შესარჩევად…

სახლში სამზარეული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც უამავ გემრიელ კერძს ვამზადებთ. კერძებთან ერთად, მნიშვნელოვანია თავად სამზარეულო და მასალა, რომლისგანაც იგი დამზადდა. მოგცემთ რამდენიმე ოქროს რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ სამზარეულოს კარადების ფასადი.

ფასადი სამზარეულოს ავეჯის ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ისინი შეიძლება იყოს ნეიტრალური, კლასიკური, მინიმალისტური, პრაქტიკული და ა.შ. ახლა კი დაგეხმარებით, როგორი ფასადები უნდა შეარჩიოთ სამზარეულოსთვის, თქვენი ბიუჯეტისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

 ბუნებრივი

თუ ესთეტიკა და სტატუსი თქვენთვის მთავარი პრიორიტეტია, მაშინ მყარი ხის ფასადები შეგეფერებათ. ეს მასალა ინტერიერში ყოველთვის პრესტიჟულად გამოიყურება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მყარი ხის ფასადები ყველაზე ძვირია. ისინი შეესაბამება როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე მინიმალისტურ პროექტებს.

ასეთი ფასადები გამოირჩევა არა მხოლოდ პრეზენტაბელურობით, არამედ გამძლეობით, თუმცა მხოლოდ სათანადო პირობებში. სილამაზე მოვლას მოითხოვს. ამ მასალას არ მოსწონს მზის პირდაპირი სხივები და შეიძლება გაიბზაროს, თუ სამზარეულოს მიკროკლიმატი მისთვის შესაფერისი არ იქნება.

კლასიკური

რა ფასადები შევარჩიოთ სამზარეულოსთვის, თუ ხე ძალიან რთულად მოსავლელი ან ძვირი გეჩვენებათ, თუმცა, ამავდროულად, ტრადიციული იერსახის მიღება გსურთ? ამ შემთხვევაში შესანიშნავი ვარიანტია მერქანბურბუშელას ფილა, რომელიც ბუნებრივი ვინირით არის დაფარული.

ასეთი ფასადები შეიძლება ჩანდეს ისეთივე მყარი და ბუნებრივი, როგორც წინა ვარიანტი. ხოლო თუ მერქანბურბუშელას ფილის ნაცვლად მერქანბოჭკოვან ფილას აირჩევთ, ფასადების კიდეებს ტენიანობა ვერ დააზიანებს და ისინი დიდხანს გაძლებს. მერქანბოჭკოვანი ფილა საკმაოდ მკვრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მისგან ტრადიციული პანელები ამოჭრათ და ის ლაქით დაფაროთ.

ტრენდული

თუ გსურთ შექმნათ ისეთი სამზარეულო, როგორიც ჟურნალების გარეკანებზე გინახავთ, ტრენდებზე ორიენტირდით. 2024 წლის სამზარეულოს „რჩეულ ჰიტებს“ მოხრილი და გოფრირებული ფასადები წარმოადგენს. ეს უკანასკნელი ვიზუალურად ამდიდრებს სივრცეს, სამზარეულოს კომპლექტს მოკრძალებულ დეკორატიულ ეფექტს სძენს.

გოფრირებული ფასადების დამზადება შესაძლებელია მყარი ხისგან, მაგრამ მოდური რელიეფის მომრგვალებულ კუთხეებთან შერწყმის საშუალებას მხოლოდ მერქანბოჭკოვანი ფილები მოგცემთ. კიდევ ერთი გზა მოდური სამზარეულოს შესაქმნელად აქტუალური ელფერის შერჩევაა. ახლა ტრენდულია ნეიტრალური ბუნებრივი ტონები, სალბისფერი და ცხარე სანელებლების ელფერები.

პრაქტიკული

თუ თქვენთვის პრიორიტეტი პრაქტიკულობაა, პირველ რიგში უარი თქვით პრიალა ზედაპირებზე. იგივე ეხება ლითონის ფასადებს, რომლებიც სულ უფრო პოპულარული ხდება და მხოლოდ ტექნიკურ სამზარეულოებში აღარ გამოიყენება. დიახ, ისინი მყარი და ცეცხლგამძლეა, მაგრამ ეს თვისებები სახლის სამზარეულოსთვის მთავარ პრიორიტეტებს არ წარმოადგენს. თუ მოვლის სიმარტივეზე ხართ კონცენტრირებული, მოჩუქურთმებულ და რელიეფურ ზედაპირებზე უარი უნდა თქვათ. დახვეწილი, მინიმალისტური ფასადები ლაკონიური სახელურებით ან მათ გარეშე ამ მხრივ ყველაზე მარტივი ვარიანტია.

და ბოლოს, სანამ სასურველ ფასადს შეარჩევთ, პირველ რიგში, გადაწყვიტეთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული, სწორედ ეს დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო https://www.homeis.ge/rogor-shevarchio-samzareulos-phasadebi/ )

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები