„სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამა გრძელდება — თბილისის მერია — შენი თბილისი

„სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამა გრძელდება — თბილისის მერია

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის მერია აგრძელებს „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის დაფინანსებას, რათა ხელი შეუწყოს მოქალაქეებს, რომლებიც საჭიროებენ ამ სახის სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, ბიუჯეტში მნიშვნელოვანია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები და ქალაქი მხარს უჭერს მათ, ვინც საჭიროებს დახმარებას.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ჩვენს ბიუჯეტში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს. ვეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ ესაჭიროება ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა. ამიტომ მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით. ეს არის „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და, ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ. პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვს. პროგრამით ერთ მოქალაქეს 6 000 ლარი უფინანსდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას მიმართვით, რომელიც სპეციალურ ელექტრონულ მოდულში ატვირთავს საჭირო საბუთებს. თუ მოქალაქე კერძო დაზღვევით სარგებლობს, მაშინ მას მერიაში უნდა წარმოადგინოს ცნობა დაზღვევით.

თბილისის მერიამ 2023 წლის სექტემბრიდან დღემდე 812 შემთხვევა დააფინანსა და კვლავ მზადყოფნა გამოხატა მოქალაქეების მხარდაჭერისთვის.

 

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამა გრძელდება — თბილისის მერია [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a0/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network