კვირა, აპრილი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისემეკის წევრი, გიორგი ფანგანი: ჩვენი მიზანია, ფორუმზე, რომელიც 2026 წელს თბილისში გაიმართება,...

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი: ჩვენი მიზანია, ფორუმზე, რომელიც 2026 წელს თბილისში გაიმართება, სრულად წარმოვაჩინოთ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წევრმა, გიორგი ფანგანმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) მმართველი კომიტეტისა და საერთაშორისო კომიტეტების შეხვედრები გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შეხვედრებზე განიხილეს ენერგეტიკის რეგულირების  შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის (WFER IX)  საორგანიზაციო საკითხები და დაამტკიცეს ფორუმის დღის წესრიგი. ფორუმი, 2026 წელს ქ. თბილისში გაიმართება.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გიორგი ფანგანის თქმით, სემეკი სრულ მზადყოფნაშია უმასპინძლოს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს: „სემეკში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ფორუმის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია,  ფორუმზე, რომელიც 2026 წელს თბილისში გაიმართება, სრულად წარმოვაჩინოთ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და ღირსეულად ვუმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს.

აღსანიშნავია ამ მიმართულებით საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. სემეკის მიზანია, რომ ღონისძიება იყოს წარმატებული და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ორიენტირებული, რომლებიც გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების ენერგეტიკის სექტორებშიც“,  – აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

სემეკი, 2026 წელს,  ქ. თბილისში უმასპინძლებს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება. ფორუმის ფარგლებში  თბილისს 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა.  ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.

ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ  იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად  ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC),  ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).  წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ:  აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა, პერუ.

READ  ისრაელისა და ირანის დაპირისპირების ფონზე თბილისსა და ბათუმში ფრენები გაუქმდა

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.