ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisi"სინამდვილეში იტალიური ეზო არ არსებობს, ეს თბილისური ეზოა..."

“სინამდვილეში იტალიური ეზო არ არსებობს, ეს თბილისური ეზოა…”

თბილისური ეზო (იტალიური ეზო) დედაქალაქისთვის დამახასიათებელი სოციალურ-კულტურული სივრცეა, რომელიც სპეციფიკური არქიტექტურის ეზოებში წარმოიშვა. კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი თბილისურ ეზოს ახასიათებს, როგორც „სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ოჯახების თანაცხოვრებით“ თბილისში წარმოშობილ სივრცეს.

ვიკიციტატა
„სინამდვილეში იტალიური ეზო არ არსებობს, ეს თბილისური ეზოა. თბილისის ძველ უბნებში, შენობათა უმრავლესობა ევროპული სტილისაა, მაგრამ ევროპაში არსებული შენობებისგან განსხვავებული. ვინაიდან თბილისში ევროპული ფასადი ქუჩის მხარეს გამოდის, ხოლო შიდა ეზო და გეგმარება, თბილისურია. ეს არის სხვადასხვა სტილის თანაცხოვრება, რომელიც დამკვიდრდა, როგორც თბილისური ეზოს და არა იტალიური ეზოს სტილის სახელით“
(ცირა ელისაშვილი)

თბილისური ეზოების უმეტესობა, რომელიც თბილისში გვხვდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქალაქის განუმეორებელ არქიტექტურულ იერსახეს.

თბილისური ეზოს ერთ-ერთი კარგად შემონახული მაგალითია მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი N148.

 

READ  „პანდემიას ახასიათებს ხუთთვიანი ციკლურობა, ყოველ ხუთ თვეში არის პიკი“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები