სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება

სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება

სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის განვითარების ფონდი აქტიურად განაგრძობს დედაქალაქის ისტორიულ არეალში სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.

„უახლოეს მომავალში დაიწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გულისხმობს როგორც უშუალოდ ამ ქუჩების რეაბილიტაციას, ისე ტერიტორიაზე არსებული შენობების მოწესრიგებას. სამუშაოების წარმოებას უკვე ძალიან მალე დავიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა თბილისის განვითარების ფონდის მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტების განხორციელება. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულების მხარდაჭერას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბევრი შენობა გვაქვს თბილისში, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია, განახლება და ამ მიმართულებას ყურადღება მომდევნო წლებშიც დაეთმობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

READ  32 რისკის ზონა დედაქალაქში — სად არ შეიძლება მშენებლობა?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები