თბილისში, მთაწმინდაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად 30 წლის ლევან დვალი გარდაიცვალა. მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა სადაც, ასობით ადამიანი სურათის გადასაღებად შედის, ჩაინგრა. დაშავებულია, ასევე, ორი ადამიანი, ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან.
“მშენებარე კედელი ჩამოინგრა და მოყვნენ. სამნი არიან მოყოლილი, ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია და ორი მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოში არიან. დაღუპული მორგში ჰყავთ, – ამბობს ერთ-ერთი დაშავებულების დედა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს და ეს საქმე სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები