ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეები„ქოლგა თბილისი ფოტო” — საერთაშორისო ფოტოკონკურსი და ნომინაციები

„ქოლგა თბილისი ფოტო” — საერთაშორისო ფოტოკონკურსი და ნომინაციები

2025 წლის 10 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით ,ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“ მიმდინარეობს. კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

კონკურსის ნომინაციები 2025 წელს:

  • დოკუმენტური სერია
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • საუკეთესო ერთი კადრი (Single Image)
  • მობილური ფოტო

კონკურსში ასევე დაშვებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც კონცეპტუალურ სერიაში.

ჟიურის წევრები:
– ნაიჯელ დიკინსონი (დიდი ბრიტანეთი)
– თინა შელჰორნი (გერმანია)
– ვოლფგანგ ცურბორნი (გერმანია)
– რიჩარდ ბრამი (აშშ)
– დინა ოგანოვა (საქართველო)
– ვინს ჩიანი (აშშ)

საპრიზო ფონდი*: 6000 დოლარი
პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს 1500-1500 დოლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს 1000 დოლარი, ხოლო მობილური ფოტოს ნომინაციაში გამარჯვებულს – 500 დოლარი.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2025 წლის გამარჯვებულებს 2 მაისს გამოაცხადებს, ხოლო 2 მაისიდან დაიწყება გამოფენები, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პუბლიკას გააცნობს ფოტოგრაფიის უახლეს მიღწევებს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  როგორ შევქმნათ ლამაზი ინტერიერი წიგნებით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები