ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიისტორია/უბნებიყავისფერი სამზარეულოს უპირატესობები - ტენდენცია, რომელმაც დროს გაუძლო

ყავისფერი სამზარეულოს უპირატესობები – ტენდენცია, რომელმაც დროს გაუძლო

ყავისფერი ტონალობა სამზარეულოს სივრცის დიზაინში ის ფერია, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ დროს გაუძლო. ყავისფერის სხვადასხვა ელფერებს დღესაც სიამოვნებით ირჩევენ, როდესაც საქმე სამზარეულოს ინტერიერს ეხება. შოკოლადის, ყავისა თუ კრემის ფერები ნებისმიერ სამზარეულოს უფრო მეტ ელეგანტურობას, სითბოს და სიმყუდროვეს ანიჭებს. მასიური ხის ვიზუალი კლასიკაა, რასაც ძირითადად სასადილო ოთახის ავეჯისთვის ან მაგიდის ზედაპირისთვის ირჩევენ.

და მაინც, რა არის ძირითადი უპირატესობა, რაც მის პოპულარობას უზრუნველყოფს და დროს უძლებს? ქვემოთ მოყვანილია 4 მთავარი არგუმენტი, რაც ზოგადი შეფასებების შედეგად გამოვყავით. გაეცანით და მოგვწერეთ, თქვენ რას დაამატებდით?

ყავისფერი სამზარეულოს უპირატესობა # 1

ყავისფერი შესანიშნავად ჯდება სხვადასხვა სტილში (კლასიკური, ვინტაჟური, ლოფტი თუ სხვა) და მისთვის სამზარეულოს ზომა არც ისე პრინციპულია – ის კარგად გამოიყურება როგორც მცირე ფართობის, ისე დიდი სივრცის მქონე სამზარეულოში.

ყავისფერი სამზარეულოს უპირატესობა # 2

ყავისფერი ადვილად ეხამება სხვა ფერებს და მისი კომბნირება ეფექტურად არის შესაძლებელი უამრავ სხვა ფერთან (კარგად ერწყმის თეთრს, შავს და ყვითელს და სხვა). შეგვიძლია გამოვყოთ ყავისფერის რამდენიმე ელფერი, რომლებიც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა სტილის ინტერიერის შექმნისას.

უპირატესობა # 3

ყავისფერი ფერი ადვილად არ ბინძურდება, არ ეტყობა ლაქები, მოსავლელად მარტივია, რაც ძალიან პრაქტიკულია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სამზარეულოს ფერის არჩევისას.

უპირატესობა # 4

ყავისფერ ტონებს ასაკობრივი კატეგორიები არ აქვთ – ისინი შესანიშნავად მოერგება როგორც ახალგაზრდა ოჯახის ბინას, ისე ასაკოვანთა საცხოვრებელს.

აღსანიშნავია, რომ მოცემული ფერის ყველაზე გავრცელებული ასოციაციაა – ხე. ხის ფასადები საკმაოდ მრავალფეროვანია, ისინი შეიძლება გაკეთდეს როგორც გლუვი, ასევე რელიეფური, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ყავისფერ სამზარეულოზე თუ აკეთებთ არჩევანს, აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე მახასიათებელი, რომელთაგან ერთი არის ყავისფერის დაბალანსება სხვა ფერებით. ისინი მის ფერთა გამას უნდა ემთხვეოდეს: რძიანი-თეთრი, კრემისფერი, ბეჟი – ეს ფერები ყავისფერს უკეთესად გამოკვეთენ და ინტერიერს მეტ სიმყუდროვეს ანიჭებენ. ასე რომ, კონტრასტის სახით სასურველია კრემისფერი ჩანართების გამოყენება ფასადებზე, სამზარეულო მაგიდის ზედაპირზე, ან თუნდაც იატაკზე ან კედლებზე.

ისევე, როგორც შავი სამზარეულოს შემთხვევაში, ყავისფერი არ უნდა იყოს ჭარბად, რადგან მასიური ყავისფერი თავისთავად საკმაოდ მოსაწყენ შეგრძნებას იწვევს. ამიტომ, ნათელი აქცენტები გამოიყენეთ სამზარეულოს დიზაინში და ისიამოვნეთ მისი პრაქტიკულობით და სიმყუდროვით.

წყარო

#gochadze #drpkhakadze #sheniambebi #sheniinterieri

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

ოქტომბერი 24, 2024
რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები