ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით (BTC) გადაზიდული ნავთობის მოცულობა იკლებს.
BP-ის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის პირველ სამ კვარტალში, დაახლოებით 159 მილიონი ბარელი (19 მილიონი ტონა) BTC-ის მიერ ექსპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 216 ტანკერში ჩაიტვირთა. გასული წლის შესაბამის პერიოდში მილსადენმა დაახლოებით 165 მილიონი ბარელი (22 მილიონ ტონაზე მეტი) გაატარა.
ანგარიშში ასევე წერია, რომ 2025 წლის პირველ სამ კვარტალში, BTC-ს საქმიანობის ფარგლებში საოპერაციო დანახარჯი დაახლოებით 97 მლნ დოლარი, კაპიტალური დანახარჯი კი 50 მლნ დოლარი იყო.
1768 კმ სიგრძის მილსადენმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2025 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით ჯამში 4.6 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (605 ტონაზე მეტი). 6078 ტანკერი დაიტვირთა და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის აქციონერები არიან: bp(30.1%), SOCAR (32.97%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni (5%), TotalEnergies (5%), ITOCHU (3.4%), ONGCVidesh (3.1%), ExxonMobil (2.5%) and INPEX (2.5%).
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




