შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი125 წლის უჩვეულოდ ელეგანტური კაფე, რომელსაც არაერთი მწერალი სტუმრობდა 🌸

125 წლის უჩვეულოდ ელეგანტური კაფე, რომელსაც არაერთი მწერალი სტუმრობდა 🌸

როდესაც ბუდაპეშტის ნიუ-იორკის კაფეში ფეხს შედგამთ, მაშინვე დარწმუნდებით, რომ ნამდვილად ღვთაებრივ ადგილას მოხვდით.

იტალიური რენესანსის სტილში აშენებული, მაღალი ჭერიდან ჩამოკიდებული ჭაღებით, რომელსაც ულამაზესი ფრესკები ამშვენებს. ეს არის ბუდაპეშტის ერთ-ერთი უძველესი კაფე, რომელიც 125 წლით თარიღდება.

ის უფრო სასახლეს ჰგავს, ვიდრე ადგილს, სადაც შეგიძლია ყავისა და ნამცხვრის მირთმევა. როდესაც კაფეში შეხვალთ, თქვენი დროის დიდ ნაწილს უმშვენიერესი ინტერიერის დათვალიერებაში დახარჯავთ.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.

მენიუ შედგება უნგრეთის ყველაზე ტრადიციული დესერტებისგან, მათ შორის დაახლოებით 16 ნამცხვრისგან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სამზარეულო, რისთვისაც აქ ყველა მოდის – მათი სტუმრობის მიზეზი უნიკალური გარემოა.

“აქ უამრავი მწერალი მოდიოდა, ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ კაფე, ეს არის უნგრული თანამედროვე ლიტერატურის საწყისი წერტილი“, – ამბობს ფოლდესი. Nyugat-ის ბარი, რომელიც მდებარეობს კაფეს ზემოთ, სავსეა ცნობილი მწერლების ფოტოებით, რომლებმაც თავიანთი კარიერა აქ დაიწყეს.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.

ეს კაფე დღეს ტურისტული ზონაა, რადგან მას არ სტუმრობს ბევრი ადგილობრივი მომხმარებელი. მაგრამ, ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ეს კაფე ნამდვილად ულამაზესი ინტერიერით გამოირჩევა და, როგორც მისი დამაარსებელი ამბობს,- „ის რჩება ყველაზე ლამაზ კაფედ მსოფლიოში“.

წყაროhttps://edition.cnn.com/travel/article/budapest-new-york-cafe/index.html


 

READ  „ახალი ხედვა აქვს ახალ პრემიერს… წინა პრემიერი მისმენდა და მიჯერებდა…“-გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები