კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგართობა/დასვენებაგიზიარებთ თამთა კალანდიას დიზაინით შესრულებულ ინტერიერის უნიკალურ და ულამაზეს ბინას

გიზიარებთ თამთა კალანდიას დიზაინით შესრულებულ ინტერიერის უნიკალურ და ულამაზეს ბინას

თავდაპირველად ბინა ორ პატარა საძინებელს, სტუდიოს და პატარა ზომის აბაზანას მოიცავდა. პროექტის ავტორის გეგმარებითი გადაწყვეტილების შედეგად კი ორი საძინებელი ერთ საშუალო ზომის ოთახად იქცა, სადაც საგარდერობო სივრცეც დაპროექტდა, რომელიც შუშის ტიხრით გაიმიჯნა, რათა საძინებელი არ შემცირებულიყო და ოთახს მთლიანობა შეენარჩუნებინა. ასევე, გრძელი დერეფნის ხარჯზე გაიზარდა სააბაზანო ოთახიც, სადაც თავისუფლად მოთავსდა აბაზანა და საკმაოდ კომფორტული ზონა მოეწყო.

პროექტში ჭარბობს ბუნებრივი მასალები და ღია ფერები. იატაკზე ღია ფერის პარკეტია დაგებული, ავეჯი კი შპონირებული MDF-ისა და ტილოსგანაა დამზადებული. ფარდებად, ასევე, ნატურალური ტილოა გამოყენებული. სახლის მომხიბვლელობასა და სილამაზეს მცენარეები, ჭილოფის სკამები და უხვი სინათლეც განსაზღვრავს.

 

 

შემოსასვლელ სივრცეს ხის მოხდენილი კონსოლი ამშვენებს, რომელიც მრგვალი ფორმის სარკით, მცენარითა და მუსიკალური აპარატითაა გაფორმებული.

გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულოში კედლებზე კრემისფერი, ტილოს ეფექტის მქონე შპალერია გაკრული, ასევე ვხვდებით მოლდინგებსაც, რომლებიც ღია ფერის პარკეტს ჰარმონიულად ერწყმის. უხვი განათების წერტილები და მცენარეები კი ბინას აცოცხლებს და ენერგიით ავსებს.

განათებაზე განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება. როგორც ჭაღები, ისე სანათები და ჭერის წერტილოვანი განათება სივრცეს ნათელსა და ეფექტურს ხდის. ამასთანვე, თითოეულ ზონას გამოკვეთს და მის მიმზიდველობას უსვამს ხაზს.

მისაღებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შავი ჭაღი და შავ-თეთრი სავარძლები, რომლებიც დიზაინერის გადაწყვეტილებით განახლდა და ახალი სიცოცხლე შეიძინა. რბილი ავეჯი და პატარა მრგვალი მაგიდა სასიამოვნო და მყუდრო დასასვენებელ კუთხეს ქმნის და ბინას თბილი ატმოსფეროთი ავსებს.

სამზარეულო მთლიანად ღია ფერის ხის ფაქტურითაა მოპირკეთებული, რომელშიც თეთრი აქცენტები განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის. პატარა სასადილო მაგიდა და ჭილოფის სკამები კი ოთახის მიმზიდველობასა და ორიგინალურ იერსახეს განსაზღვრავს. ბინა მცენარეებით, აქსესუარებითა და ნახატებითაა გაფორმებული.

საძინებელში ინტერიერის წამყვანი კრემისფერი და სადა დიზაინი ნარჩუნდება. ღია ხისფერი ტონალობა ამ ზონაშიც გემოვნებიანად ერწყმის სახლის ესთეტიკას და სასიამოვნო გარემოს ქმნის. ბუნებრივი გამწვანება და განათება  სივრცის ხასიათს გამოკვეთს და მას პოზიტიურ განწყობას სძენს.  შუშის ტიხარსა და საგარდერობო ზონას ინდივიდუალური შტრიხები შეაქვს ოთახში და ფუნქციურთან ერთად, დეკორატიულ როლსაც ითავსებს.

აბაზანა ღია ტონებით ხასიათდება, რომელშიც ოქროსფერი და ხისფერი დეტალები იკვეთება. ელეგანტურ ინტერიერში მყუდრო, ინტიმური  გარემო იქმნება და სასიამოვნო განწყობა იგრძნობა.

თამა კალანდიას ნამუშევარი საკმაოდ თბილი და სასიამოვნო სივრცეა, რომელიც მაცხოვრებელს თავს ჰარმონიულად აგრძნობინებს და დასვენებისთვის იდეალურ პირობებს სთავაზობს. ღია ფერები, ბუნებრივი მასალები, უხვი განათება და გამწვანება ბინას საოცარ მოხდენილობას სძენს და მყდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

READ  საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 18 ნოემბერს თბილისში გერმანიას უმასპინძლებს - მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 30 ოქტომბრიდან დაიწყო

 

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.