ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო — შენი თბილისი

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერის განცხადებით,   პირველ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში  სრულად განახლდება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. კონკრეტულად, ეს არის ბაგების არეალი, რომელიც  ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო იმ თვალსაზრისით,  რომ ყოველთვის პრობლემა იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ ქსელები, ასევე პრობლემას წარმოადგენდა  ტროტუარების არარსებობა, საპარკინგე სივრცეები. ძალიან ქაოტურად იყო ეს ყველაფერი და გვინდა, რომ მოვაწესრიგოთ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

პირველ რიგში, სრულად განახლდება კომუნიკაციები, ასევე, მოწესრიგდება  საგზაო ინფრასტრუქურა, განთავსდება მიწიქვეშა ურნები, მოეწყობა  ტროტუარები და განათების ახალი სისტემა; ტერიტორია გამწვანდება და საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამოვა. პროექტი ოქტომბრის დასაწყისში უკვე დასრულებული იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა,  სარეაბილიტაციო არეალში ტაქსების შეშვება დაშვებულია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი ავტომობილების საშვები უკვე გაცემულია.

„სარეაბილიტაციო არეალში  ტაქსების შეშვება დაშვებული არის. გარდა ამისა, 5000-მდე საშვი დაშვებულია მათზე, ვისაც ავტომობილი ჰყავს. საოცარი იყო, რომ გავიგე, 5000 ავტომობილზე იყო საშვი გაცემული.

ტაქსების შემოსვლა შესაძლებელი იქნება.  გზა ჩაკეტილია, რადგან  ვიწროა. სამუშაოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ამ ფორმით ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დროულად დასრულდეს სამუშაოები. ავტობუსი ფიზიკურად ვერ ივლის ამ მონაკვეთზე სამუშაოების მასშტაბიდან გამომდინარე. სივრცე არ არსებობს იმისთვის, რომ ავტობუსმა გაიაროს. პირველ რიგში, უსაფრთხოება არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი ადამიანი გადაჰყავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ავტობუსის  შეშვება ამ მონაკვეთზე კატეგორიულად არ შეიძლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.  გადაადგილების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც სპეციალური საშვები გადაეცა.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მისახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს, ხოლო კერძო სახლებში მცხოვრები მოქალაქეები საშვებს მიიღებენ ვაკის რაიონის გამგეობაში, თამარაშვილის N10-ში ან  საუბნო განყოფილებაში, რომელიც  ფალიაშვილის N41-ში მდებარეობს. ამ მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობა და გამგეობის საუბნო განყოფილება ამ უქმეებზეც მუშაობს.

კახა კალაძესთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საკრებულოს  თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ასევე, პარლამენტის   დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. 3 ივლისი, 2026. https://shenitbilisi.ge/ვაკის-რაიონში-წყნეთის-გზ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%96/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network