შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიდღეიდან მასწავლებლების ხელფასი იზრდება

დღეიდან მასწავლებლების ხელფასი იზრდება

მასწავლებლებს ხელფასი ეზრდებათ. დადგენილების თანახმად, პედაგოგის ხელფასის სახელფასო სარგო განისაზღვრება განათლებისა და კვალიფიკაციის დონით და სამუშაო სტაჟის მიხედვით.

დადგენილების მიხედვით, მოცემული სარგო 15 საგაკვეთილო საათის და მეტი დატვირთვის შემთხვევაში სრულად, კვირაში 15-საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში კი საათობრივი დატვირთვის პროპორციულად გაიცემა.

ერთ-ერთი კრიტერიუმი, რითაც მასწავლებლის სახელფასო სარგო განისაზღვრება, დამოკიდებულია სამუშაო სპეციფიკაზე. უფრო კონკრეტულად:

  • კლასკომპლექტით სწავლება – 40.50 ლარი;
  • არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის, საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 40.50 ლარი;
  • კლასის დამრიგებლობა – 101.25 ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ფუნქციური დანამატი განისაზღვრება ასე: წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 150 ლარი; მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი.

წყარო

READ  „ამას რომ კითხულობ, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ნორმალურ მოქალაქეს?! მოკლეს ათიათასობით მოქალაქე…“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები