ორშაბათი, ოქტომბერი 27, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisiახალი რეგულაციები მოპედებისთვის — როგორია პარლამენტის გადაწყვეტილება

ახალი რეგულაციები მოპედებისთვის — როგორია პარლამენტის გადაწყვეტილება

ახალი რეგულაციები მოპედებისთვის – თბილისის სიახლე.

ჯარიმები და შეღავათები

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, თბილისში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად მიენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს.

სიახლე უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებას – დარწმუნებულნი არიან კანონპროექტის ინიციატორები. მათ აღნიშნეს, რომ მოტოციკლები და მოპედები სარგებლობენ ავტობუსის ზოლებით ევროპის ბევრ ქალაქში.

თბილისში მოპედებს ძირითადად კურიერები იყენებენ, ამიტომ აღნიშნული ცვლილების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მიწოდების დროის შემცირება უსაფრთხო პირობებში.
კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, არის ჯარიმების დაწესება თბილისში T კატეგორიის ავტომობილების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) გრაფიკის დარღვევით გადაადგილებისთვის. პირველ შემთხვევაში ჯარიმა იქნება 1 ათასი ლარი, ხოლო განმეორებითი და ყოველი შემდგომი დარღვევის შემთხვევაში – 3 ათასი ლარი.

#drpkhakadze

READ  საქართველოს რკინიგზა 29-30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები