საილუსტრაციო ფოტო

თბილისის მერიამ ახალი სპორტული ცენტრი ააშენა

გიორგი კაპანაძე
გიორგი კაპანაძე
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.

თბილისის მერიამ კიდევ ერთი ახალი სპორყული ცენტრი ააშენა, რამაც ხელი შეუწყო სპორტული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ახალი სპორტული ცენტრი ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს. ქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნული ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გაახმაურა.

ახალ სპორტულ ცენტრში წარმოდგენილია:

  • დიდი სპორტული დარბაზი: განკუთვნილი კალათბურთისა და ფრენბურთისთვის.
  • სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზები: თანამედროვე საწარმოო მოწყობილობებით.
  • საშხაპეები და გასახდელები: მომხმარებელთა კომფორტისთვის.

კალაძემ აღნიშნა, რომ თავდაპირველად მერიამ განიხილა აღნიშნული დარბაზის რეაბილიტაციის შესაძლებლობა, თუმცა დეტალური შესწავლის შედეგად გადაწყდა მისი დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება.

თბილისის მერის განცხადებით, სპორტული ცენტრის სარგებლობის მსურველთა რეგისტრაცია მალე დაიწყება. პირველ ეტაპზე, რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება კალათბურთისა და ფიტნესის მიმართულებით, ხოლო სამომავლოდ ფრენბურთის დამატებაც იგეგმება.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ახალი სპორტული ცენტრი თბილისში მნიშვნელოვანი ნაბიჯია სპორტისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიმართულებით, რაც იმედს იძლევა, რომ ქალაქი გახდება სპორტული ცხოვრების ცენტრი.

 

#drpkhakadze #davidiani

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *