საილუსტრაციო ფოტო

ვაკის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.

ვაკის რაიონს მორიგი რეკრეაციული სივრცე შეემატა. აბაშიძის ქუჩაზე, N31 ნომერში, ახლად რეაბილიტირებული სკვერი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, დაათვალიერა ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, აღნიშნულ მისამართზე რეკრეაციული სივრცე 1000 კვ.მ ფართობზე მოეწყო. ტერიტორიაზე განახლდა სპორტული და საბავშვო-გასართობი მოედნები, ასევე ფიტნესზონა, რომელიც თანამედროვე ინვენტარით არის აღჭურვილი.

„დედაქალაქის მასშტაბით რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია არ ჩერდება. ამჯერად, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მორიგი დასასვენებელი სივრცე აბაშიძის ქუჩაზე მოეწყო. სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, და ტერიტორიაზე 100 ძირი ხე-მცენარე და ბალახი დაირგო. რეკრეაციული სივრცეების განახლება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია და დედაქალაქში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

#drpkhakadze #davidiani

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *