28 დეკემბერს, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში SPARKS-ის ორგანიზებიატ გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის კონცერტი სახელწოდებით In My Room გაიმართება.
In My Room – ეს კონცერტი განსხვავებული კონცეფციით გამოირჩევა, რომელიც სცენაზე როგორც სცენარისტებს, ასევე მუსიკოსებს და მსმენელებს საშუალებას აძლევს, დაარღვიონ ყველა ბარიერი და შექმნან ერთიანი და მყუდრო სივრცე მუსიკის გარშემო. გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე, რომლებმაც მსმენელებს თავიანთი მუსიკით ძალიან მალე შეაყვარეს თავი, ამ საღამოს თქვენთან ერთად განახლებულ კონცეფციაში გააერთიანებენ საკუთარ შემოქმედებას.
კონცერტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ნიკალას, მარიამ კუბანსკი და დათა, რომელთა მუსიკალური ვირტუოზობა და არტისტული ნიჭი ქმნის განსაკუთრებულ გარემოს.
მუსიკას, რომელსაც გიორგი და ნინი ქმნიან, მუდამ იწყება ერთ პატარა ოთახში, სადაც ყოველი კომპოზიცია იგრძნობა როგორც შინაურული და გულწრფელი შეგრძნებები, თუმცა ამ საღამოს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გააცნობიეროთ, რომ მთელი ეს შინაური სიმართლე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ხდება, მასში კი მოთავსდება თითოეული მსმენელის გულის კუთხე.
დროის განრიგი:
19:00 – კარის გახსნა
20:00 – კონცერტის დასაწყისი
#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi
მასალის გამოყენების პირობები