მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი — შენი თბილისი

მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

SheniTbilisi.ge
SheniTbilisi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

თბილისში და მის შემოგარენში საცობების შემცირებისა და სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესებისთვის, ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს – თბილისის შემოვლითი გზა. პროექტი, რომელიც 2017 წლიდან იგეგმება, მოიცავს მცხეთიდან ავჭალამდე ახალ 6.5 კილომეტრიან გზის მშენებლობას, რომელშიც 3.4 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება.

თბილისის შემოვლითი გზა მთლიანობაში მოიცავს 50 კილომეტრს, რომლის ამოქმედებაც თბილისში ავტომანქანების მოძრაობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. პროექტის ფარგლებში, რომელიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, 4-ზოლიანი მაგისტრალი მოეწყობა, ახალი გზის მონაკვეთები ავჭალას, გლდანისა და თბილისის ზღვის მიმართულებით გაივლის.

პროექტის ფარგლებში, 6.5 კილომეტრიან გზის ნაწილის ამოქმედებას ხელს შეუწყობს ორი პარალელური გვირაბის გაკეთება. პირველი გვირაბის სიგრძე 3372 მეტრია, ხოლო მეორე – 3365 მეტრი. სპეციალური ტექნოლოგიები და მეთოდები, როგორიცაა ADECO მეთოდი, უზრუნველყოფს სამუშაოების ხარჯების ოპტიმიზაციას და ადგილობრივი მოსახლეობისა და ნაგებობების უსაფრთხოებას.

გზის ძირითადი ტექნიკური პარამეტრები:

– სიგრძე: 6.5 კმ
– სიჩქარე: 120 კმ/სთ
– ზოლების რაოდენობა: 4 ზოლი
– ზოლის სიგანე: 3.75 მეტრი

პროექტის განხორციელებისას, დიდი ყურადღება მიექცევა გარემოს დაცვას. სამუშოები გათვალისწინებულია ისე, რომ მინიმალური გავლენა იქონიოს ბუნებრივი რესურსებსა და გარემოზე. გარემოსდაცვითი შედეგების შესწავლისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, 18 თებერვალს დაგეგმილია საჯარო განხილვები მცხეთასა და თბილისში, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ კომენტარების მიწოდებას.

საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ტენდერების გამოცხადების მოლოდინია, რომლებიც კომპანიებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ მშენებლობაში და პროექტის დროულად და ეფექტურად განახორციელონ. პროექტის შემდეგი ეტაპები განსაზღვრულია, მაგრამ კონკრეტული თარიღები ჯერჯერობით უცნობია.

თბილისის შემოვლითი გზა, რომლის პირველი ლოტი უკვე დასრულდა, ხელს შეუწყობს ქალაქის სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას და მგზავრთა გადაადგილების გამარტივებას.

 

#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

Share This Article
Follow:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *