მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი — შენი თბილისი

მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში და მის შემოგარენში საცობების შემცირებისა და სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესებისთვის, ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს – თბილისის შემოვლითი გზა. პროექტი, რომელიც 2017 წლიდან იგეგმება, მოიცავს მცხეთიდან ავჭალამდე ახალ 6.5 კილომეტრიან გზის მშენებლობას, რომელშიც 3.4 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება.

თბილისის შემოვლითი გზა მთლიანობაში მოიცავს 50 კილომეტრს, რომლის ამოქმედებაც თბილისში ავტომანქანების მოძრაობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. პროექტის ფარგლებში, რომელიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, 4-ზოლიანი მაგისტრალი მოეწყობა, ახალი გზის მონაკვეთები ავჭალას, გლდანისა და თბილისის ზღვის მიმართულებით გაივლის.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

პროექტის ფარგლებში, 6.5 კილომეტრიან გზის ნაწილის ამოქმედებას ხელს შეუწყობს ორი პარალელური გვირაბის გაკეთება. პირველი გვირაბის სიგრძე 3372 მეტრია, ხოლო მეორე – 3365 მეტრი. სპეციალური ტექნოლოგიები და მეთოდები, როგორიცაა ADECO მეთოდი, უზრუნველყოფს სამუშაოების ხარჯების ოპტიმიზაციას და ადგილობრივი მოსახლეობისა და ნაგებობების უსაფრთხოებას.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

გზის ძირითადი ტექნიკური პარამეტრები:

– სიგრძე: 6.5 კმ
– სიჩქარე: 120 კმ/სთ
– ზოლების რაოდენობა: 4 ზოლი
– ზოლის სიგანე: 3.75 მეტრი

პროექტის განხორციელებისას, დიდი ყურადღება მიექცევა გარემოს დაცვას. სამუშოები გათვალისწინებულია ისე, რომ მინიმალური გავლენა იქონიოს ბუნებრივი რესურსებსა და გარემოზე. გარემოსდაცვითი შედეგების შესწავლისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, 18 თებერვალს დაგეგმილია საჯარო განხილვები მცხეთასა და თბილისში, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ კომენტარების მიწოდებას.

საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ტენდერების გამოცხადების მოლოდინია, რომლებიც კომპანიებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ მშენებლობაში და პროექტის დროულად და ეფექტურად განახორციელონ. პროექტის შემდეგი ეტაპები განსაზღვრულია, მაგრამ კონკრეტული თარიღები ჯერჯერობით უცნობია.

თბილისის შემოვლითი გზა, რომლის პირველი ლოტი უკვე დასრულდა, ხელს შეუწყობს ქალაქის სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას და მგზავრთა გადაადგილების გამარტივებას.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი. 14 მაისი, 2026. https://shenitbilisi.ge/მცხეთიდან-ავჭალისკენ-3-4-კი/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9c-3-4-%e1%83%99%e1%83%98/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network