საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს — შენი თბილისი

11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებლი იმოძრავებს

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

საქართველოს რკინიგზა 11 თებერვლიდან მოსახლეობას მგზავრობის ახალ გამოცდილებას სთავაზობს. თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით, სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი იმოძრავებს, რომელიც რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს.

ახალი ელექტრომატარებელი №854/853 იმოძრავებს, რაც მგზავრებისთვის მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს. მისი ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს. სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება.

მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს:

თბილისიდან გასვლა – 09:00; ოზურგეთში ჩასვლა – 16:18.

ოზურგეთიდან გასვლა – 08:40; თბილისში ჩასვლა – 16:00.

ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარის ფარგლებში იქნება.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ ვებგვერდზე: gr.com.ge

მცირედი ცვლილებაა თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე: ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ. რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადასხდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს. რიონი-ქუთაისი 1 მატარებლის მგზავრობის საფასური 0,50 ლარი იქნება.

დამატებით შეგახსენებთ, რომ gr.com.ge ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873) და თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) მატარებლის ბილეთები“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

 

 

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებლი იმოძრავებს [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/11-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%a3/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network