საილუსტრაციო ფოტო

კრწანისის ისტორიულ ნაწილში, გრიგოლ ხანძთელის N18-ში მდებარე თბილისურ ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

ანასტასია მჭედლიშვილი
ანასტასია მჭედლიშვილი
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.

კრწანისის რაიონის ისტორიულ ნაწილში, გრიგოლ ხანძთელის N18-ში მდებარე თბილისურ ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოები განისაზღვრა ადგილობრივთა მოთხოვნით, სადაც ამხანაგობის თავმჯდომარემ გამგეობას ძველი ჭიშკრის შეცვლისა და კარის მონტაჟის თხოვნით მიმართა. გარდა ამისა, საჭირო იყო ეზოში არსებული ხის კიბეების რეაბილიტაცია.

რებილიტაციამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ეზოს მდგომარეობა და ამ ეტაპზე იგი ადგილობრივებისთვის გაცილებით უფრო უსაფრთხო გახდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში.

,,ამიერიდან, ხანძთელის N18-ის ეზო გახდება უფრო ფუნქციონალური და ადაპტირებული მოსახლეობისთვის”, – წერს კრწანისის რაიონის გამგეობა.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *