უახლესი
გერმანია ხსნის კარებს ქართველ ექიმებს: აღიარების გამარტივებული პროცესი· თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები· სად დავაგემოვნოთ საუკეთესო ხაჭაპური თბილისში· 🌤 ამინდი თბილისში: 26°C — სრული პროგნოზი· რას უნდა ეწვიო თბილისში 24 საათში· ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში· „თბილისში ერთი კვადრატული მეტრი ბინა 40-70 დოლარით გაძვირდება – რეგულაციები მშენებლობის თვითღირებულებას 5%-ით გაზრდის“· 💵 USD 2.63₾ · 💶 EUR 2.99₾ — ვალუტის კურსი· თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვებისა და თანამშრომლების ელექტრონული აღრიცხვის სისტემა ამოქმედდება· თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება· სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს· 130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება· ჩუღურეთი — თბილისის უბანი, სადაც ძველი ქალაქი ჯერ კიდევ ცოცხლობს· თბილისის 10 საუკეთესო დასასვენებელი ლოკაცია ულამაზესი ხედებით· გერმანია ხსნის კარებს ქართველ ექიმებს: აღიარების გამარტივებული პროცესი· თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები· სად დავაგემოვნოთ საუკეთესო ხაჭაპური თბილისში· 🌤 ამინდი თბილისში: 26°C — სრული პროგნოზი· რას უნდა ეწვიო თბილისში 24 საათში· ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში· „თბილისში ერთი კვადრატული მეტრი ბინა 40-70 დოლარით გაძვირდება – რეგულაციები მშენებლობის თვითღირებულებას 5%-ით გაზრდის“· 💵 USD 2.63₾ · 💶 EUR 2.99₾ — ვალუტის კურსი· თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვებისა და თანამშრომლების ელექტრონული აღრიცხვის სისტემა ამოქმედდება· თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება· სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს· 130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება· ჩუღურეთი — თბილისის უბანი, სადაც ძველი ქალაქი ჯერ კიდევ ცოცხლობს· თბილისის 10 საუკეთესო დასასვენებელი ლოკაცია ულამაზესი ხედებით·
თბილისის მერია ზღვისუბნის პარკში კაფეს განთავსების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს — შენი თბილისი

თბილისის მერია ზღვისუბნის პარკში კაფეს განთავსების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

SheniTbilisi.ge
SheniTbilisi.ge
ავტორი:SheniTbilisi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე ზღვისუბნის პარკში კაფე განთავსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ინტერესთა გამოხატვას იწყებს კაფის მოსაწყობად და აღნიშნული ფართის იჯარით გაცემაზე. პარკი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა, 25 ჰა ტერიტორიას მოიცავს და იქ გამწვანების სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

„გასული წლის ოქტომბერში ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში გაიხსნა საქალაქო მნიშვნელობის პარკი. რეკრეაციული სივრცე 25 ჰა-ს მოიცავს, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაჭაობებული, უმძიმესი მდგომარეობა იყო და ირგვლივ მცხოვრებთათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ კარგ პარკს გავაკეთებდით. გამწვანების სამუშაოები დღესაც გრძელდება, რათა იქაურობა ყველანაირად მოწესრიგებული იყოს. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გათვალისწინებული იყო კაფეს განთავსება, რადგან ამ პარკს ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს. სწორედ ამიტომ, თბილისის მერია დღეიდან აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ფართის იჯარით გაცემაზე. ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ბიზნესს, მინდა, მივმართო, ჩაერთეთ აღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში და წარმოადგინეთ თქვენი წინადადებები. დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესება იქნება, რადგან ჩვენთვის, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ ყველანაირად მოწესრიგებული კაფე მოეწყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა დაინტერესებული პირი და ორგანიზაცია წინადადებების წარდგენას შეძლებს თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ პირობებზე დაყრდნობით.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გააზიარე სტატია
ავტორი:SheniTbilisi.ge
Follow:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *