ვაზისუბანში, მე-5 კორპუსის მიმდებარედ, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო: ღია ტიპის საფეხბურთო მოედანი და თანამედროვე სკეიტპარკი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტში ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ, აღნიშნა, რომ სკეიტპარკები ფართო პოპულარობით სარგებლობს და ამ ტიპის პროექტები მომავალში სხვა უბნებშიც გაგრძელდება.
,,სკეიტ პარკები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ ტიპის სამუშაოებს სხვადასხვა უბანსა და რაიონში. დედაქალაქში განხორციელებული ყველა სკეიტ პარკის პროექტში საერთაშორისო ნორმები გათვალისწინებულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პროექტი 2,500 კვადრატული მეტრის ფართობზე განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგინა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები