საილუსტრაციო ფოტო

თბილისის შემოსასვლელში ერეკლე II-ის ძეგლის დადგმა იგეგმება

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის შემოსასვლელში, კახეთის გზატკეცილზე, სამგორის პარკში, ერეკლე II-ის ძეგლის დადგმა იგეგმება. პროექტი კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული 940 064 ლარის გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში განხორციელდება. ძეგლი მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილის ნამუშევრის მიხედვით დამზადდება, რომელიც თელავში არსებულ ერეკლე II-ის მონუმენტს ეყრდნობა.

პროექტის პირველ ეტაპზე უკვე შესრულებულია ძეგლის ნატურალური ზომებით დამზადება, ხოლო მეორე ეტაპი მოიცავს თაბაშირის ფორმის მომზადებას, ძეგლის ჩამოსხმას ბრინჯაოში და ადგილზე მონტაჟს. ამ ეტაპის ღირებულებაა 940,364 ლარი.

ამ პროექტის მნიშვნელობა მაღალია, რადგან ერეკლე II-ის ძეგლი თბილისის შემოსასვლელში სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და ქვეყანას გადამწყვეტი ისტორიული მომენტის ამსახველი მონუმენტი დაამატებს. პროექტი 2025 წლის 30 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს, ხოლო საზეიმო გახსნის თარიღი 2025 წლის სექტემბერია.

- რეკლამა -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

პროექტი შპს „ნიუკონსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, ხოლო ავტორობა ეკუთვნის მარიამ და სოფიო მერაბიშვილებს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- რეკლამა -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისის შემოსასვლელში ერეკლე II-ის ძეგლის დადგმა იგეგმება. 4 ივლისი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისის-შემოსასვლელში-ე/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *