საილუსტრაციო ფოტო

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

თემური ლომიძე
თემური ლომიძე
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

აღნიშნული პირი, 2002 წელს დაბადებული გ.ბ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. ამასთან, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

ჩატარებული პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონი“ ამოიღეს. აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ისჯება და ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. გამოძიება მიმდინარეობს.

 

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *