თბილისის აეროპორტმა ISAGO სერთიფიკატი განაახლა, რაც ქალაქის საერთაშორისო რეპუტაციისა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის კიდევ ერთი დადასტურებაა. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად ზრდის თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიების ნდობას.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ფრენების ახალი მიმართულება შეემატება. Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი დაინტერესებულია რეგულარული ფრენებით ციურიხი – თბილისი – ციურიხის საჰაერო ხაზზე, რაც კიდევ უფრო გაამყარებს თბილისის აეროპორტის საერთაშორისო კავშირებს.

“სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და კვირას შესრულდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 20 მარტს მიანიჭა.

Edelweiss Air-ი ორიენტირებულია დასვენებისა და მოგზაურობის მსურველებისთვის ტურისტული მიმართულებების შეთავაზებით. ავიაკომპანიის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელმისაწვდომს გახდის საქართველოსა და შვეიცარიას შორის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ევროპიდან ტურისტული ნაკადების გაზრდას”, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.

 

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%90-2/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network