საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, №11 არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა.
საჯარო სკოლის დასრულების სერთიფიკატი წელს 9 მსჯავრდებულმა მიიღო. ბოლო ზარი დაწესებულებაში სიმბოლურად აღინიშნა — მსჯავრდებულებისთვის გაიმართა კონცერტი, რომელიც პოპულარული მუსიკალური ჯგუფის, „ღამის შოუს ბენდის“ მონაწილეობით ჩატარდა. მუსიკოსებმა სკოლის დამთავრება მიულოცეს ახალგაზრდა მსჯავრდებულებს და რამდენიმე ნომერი მათთან ერთად შეასრულეს.
ღონისძიების ფარგლებში მსჯავრდებულებმა წარადგინეს საკუთარი შემოქმედება, მათ შორის — ხელნაკეთი ნივთები და მხატვრული ნამუშევრები. სივრცეში მოეწყო გამოფენა, ხოლო სკოლის ფარგლებში ჩატარებულ შაშის ტურნირში გამარჯვებული სპეციალურად დაჯილდოვდა — პირველი ადგილი მე-12 კლასის მოსწავლემ მოიპოვა.
სკოლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად, სპეციალური პენიტენციური სამსახური დაწესებულების ყველა კურსდამთავრებული საჩუქრებით დაჯილდოვდა.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება, რათა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მიეცეთ განათლებისა და რეაბილიტაციის თანაბარი შესაძლებლობა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია