პროფესიონალური კრივის დიდ შოუს თბილისი მასპინძლობს — მსოფლიო ქამრისთვის ბრძოლა და 17 დუელი ახალ სპორტის სასახლეში — შენი

პროფესიონალური კრივის დიდ შოუს თბილისი მასპინძლობს — მსოფლიო ქამრისთვის ბრძოლა და 17 დუელი ახალ სპორტის სასახლეში

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

24 მაისს, თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის სანახაობრივი ტურნირი გაიმართება. ღონისძიებას მასპინძლობს საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და Boxing Group Promotion, ხოლო ღამის მთავარი ბრძოლა — მსოფლიო ქამრისთვის დაპირისპირება — ნიკა ბიგვავასა და ზიმბაბველ ფრიმენ მაბვონგვს შორის შედგება.

ტურნირის ფარგლებში დაგეგმილია 17 პროფესიონალური დაპირისპირება, მათ შორის — მსოფლიო სარეიტინგო დუელები ქართველ და უცხოელ მოკრივეებს შორის.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ღონისძიების დეტალები:

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი
  • მთავარი ბრძოლა:
    ნიკა ბიგვავა (საქართველო) VS ფრიმენ მაბვონგვი (ზიმბაბვე)
    ქამარი: WBF International სუპერ საშუალო წონა
    რაუნდები: 10
  • დაწყება: 24 მაისი, 15:00 საათი – მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლები
  • მთავარი შოუ: 19:00 საათიდან – მსოფლიო ქამრის დაპირისპირება
  • ადგილი: ახალი სპორტის სასახლე, თბილისი
  • პრესკონფერენცია და აწონვა: 23 მაისი, 14:00 საათზე სასტუმრო „იოტა“-ში

ღონისძიებას დაესწრება მსოფლიო კრივის ფედერაციის (WBF) პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი, რაც ტურნირს საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს.

საპრეზენტაციო წყვილები და კატეგორიები:

  • 92 კგ — ზაკი (ისრაელი) VS მუხადინ რაჯაპბაევი (უზბეკეთი)
  • 62 კგ — ხვიჩა გიგოლაშვილი (ახალციხე) VS ლევან წიკლაური (დედოფლისწყარო)
  • 54-დან 92 კგ-მდე სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოასპარეზეები თბილისიდან, ბათუმიდან, გორიდან, დუშეთიდან, ჭიათურიდან და სხვა ქალაქებიდან

მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ დაესწრონ როგორც პრესკონფერენციას, ისე შოუს მთავარი დღის ბრძოლებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე: 555 36 00 83

 

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). პროფესიონალური კრივის დიდ შოუს თბილისი მასპინძლობს — მსოფლიო ქამრისთვის ბრძოლა და 17 დუელი ახალ სპორტის სასახლეში. 18 იანვარი, 2026. https://shenitbilisi.ge/პროფესიონალური-კრივის-დი/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. პროფესიონალური კრივის დიდ შოუს თბილისი მასპინძლობს — მსოფლიო ქამრისთვის ბრძოლა და 17 დუელი ახალ სპორტის სასახლეში [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 16]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%98/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network