საქართველო-ინგლისის ტესტმატჩი თბილისში – 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება — შენი თბილისი

საქართველო-ინგლისის ტესტმატჩი თბილისში – 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოს ნაკრები თბილისში ინგლისის 20-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა 14 ივნისს, 18:00 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ჩემპიონატისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან. როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლადო კილასონია განმარტავს, შეხვედრა მნიშვნელოვნად დაეხმარება გუნდს, გამოასწოროს ის შეცდომები, რაც თებერვალში სამხრეთ აფრიკასთან დაპირისპირებაში გამოვლინდა და უკეთ შეათამაშოს სელექციით დაკომპლექტებული შემადგენლობა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

20-წლამდელთა ნაკრებს მიმდინარე ეტაპზე უკვე შეუერთდნენ ლეგიონერი მორაგბეები, თუმცა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფება გიორგი ხაინდრავა, რომლის არყოფნა ჩემპიონატზე გუნდისთვის სენსიტიური იქნება.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ტურნირს იტალია 29 ივნისიდან 19 ივლისამდე უმასპინძლებს. საქართველო C ჯგუფში ირლანდიის, ახალი ზელანდიისა და იტალიის წინააღმდეგ იასპარეზებს. ფინალური ეტაპი 14 და 19 ივლისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:

  • 29 ივნისი, კალვიზანო – საქართველო vs ირლანდია
  • 4 ივლისი, ვიადანა – საქართველო vs ახალი ზელანდია
  • 9 ივლისი, კალვიზანო – საქართველო vs იტალია

A ჯგუფში მოხვდნენ ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია, ხოლო B ჯგუფში – საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი.

 

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). საქართველო-ინგლისის ტესტმატჩი თბილისში – 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. 31 იანვარი, 2026. https://shenitbilisi.ge/საქართველო-ინგლისის-ტესტ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. საქართველო-ინგლისის ტესტმატჩი თბილისში – 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network