თბილისში გმირთა მოედნის ესტაკადაზე დროებითი მოძრაობის შეზღუდვები დაწესდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ესტაკადის შემოწმების სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა მონაკვეთზე ნაწილობრივ შეიზღუდება 19 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით.
სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება დღის და ღამის სხვადასხვა საათებში. მერიაში აცხადებენ, რომ გადაადგილების შეზღუდვა აუცილებელია შემოწმების უსაფრთხო და შეუფერხებელი პროცესისთვის.
თბილისის მერია მოსახლეობას სთხოვს, დაიცვან საგზაო ნიშნები და გაითვალისწინონ დროებითი ცვლილებები გადაადგილებისას.
„სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. განსაკუთრებული ადგილი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ქუჩების განახლება-რეაბილიტაციას უჭირავს. ასევე, ყურადღებას ვუთმობთ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობასა და შეცვლას. კრიტიკას ვერ უძლებს სხვადასხვა უბანში არსებული კომუნიკაციები. ამიტომ, სადაც შევდივართ სამუშაოებით, პირველ რიგში, მას ვაწესრიგებთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხიდების უსაფრთხოების საკითხსაც, რაც შესაბამისი სამსახურების მიერ პერიოდულად მოწმდება“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, გამოკვლევის პერიოდში გმირთა მოედნის ესტაკადაზე ღამის საათებში – 02:00 საათიდან 06:00 საათამდე – საავტომობილო მოძრაობა დღეგამოშვებით სრულად შეიზღუდება.
„მსგავსი პროფილაქტიკური ღონისძიებები ხელს უწყობს პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდებას და დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას“, – განაცხადა კალაძემ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




