თბილისის მერია 600-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის ვიდეოსათვალთვალო კამერას ყიდულობს. შესაბამისი სატენდერო განაცხადი შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
აღნიშნული განაცხადის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 048 258 ლარია. წინადადებების მიღება 17 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება.
ტენდერის მიხედვით, კამერების გარდა, შესყიდვა თანმდევი მომსახურებით – მოწყობა-კონფიგურაციასაც ითვალისწინებს, რომელიც მიმწოდებელმა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრამდე, ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად უნდა უზრუნველყოს.
პირველ დავალებას შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არანაკლებ 55 კალენდარული დღის შემდეგ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი თბილისი. (2026). თბილისის მერია კიდევ 600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვიდეოსათვალთვალო კამერას ყიდულობს. 20 თებერვალი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისის-მერია-კიდევ-600-ზე-მ/

