საილუსტრაციო ფოტო

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი ადგილები გამოიყოფა

თემური ლომიძე
თემური ლომიძე
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით ახალი საპარკინგე ადგილები გამოიყოფა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის, ბაგების დასახლების კონკრეტულ მისამართებსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე.

„თქვენ იცით, რომ კონკრეტულ რაიონებში აღნიშნული რეფორმა დაწყებული გვაქვს და დავნერგეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ავტომობილებს თავიანთი სანომრე ნიშნით არეგისტრირებენ საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, მათთვის ზონალურ-საათობრივი პარკირება საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასოა.

მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის, ბაგების დასახლების კონკრეტულ მისამართებზე და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

მერის თქმით, მოსახლეობას ავტომობილების რეგისტრაციისთვის შეეძლებათ მიმართონ ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებს.

„ცხადია, ყველა იმ ქუჩასა და ზონაში, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგება, განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეებს ექნება საშუალება ჩვენი თანამშრომლებისგან მიიღონ ყველანაირი დახმარება საკუთარი ავტომობილების დასარეგისტრირებლად, რათა საპარკინგო არეალებში თქვენი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოგიწიოთ რაიმე სახის გადასახადის გადახდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *