სამშაბათი, ივნისი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებირას უნდა ელოდო Robo Battle 2025-ზე — თბილისში ტექნოლოგიების ფესტივალი ტარდება

რას უნდა ელოდო Robo Battle 2025-ზე — თბილისში ტექნოლოგიების ფესტივალი ტარდება

26 ივლისს თბილისში რობოტების უდიდესი ორთაბრძოლა, Robo Battle 2025, გაიმართება. ტექნოლოგიურ ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA) უწევს. ორთაბრძოლა Tbilisi Digital Fest-ის ფარგლებში ჩატარდება რადიო ქალაქში (Radio City).

Robo Battle 2025 მიზნად ისახავს, ახალგაზრდები ტექნოლოგიური და საინჟინრო სფეროებით დააინტერესოს და წაახალისოს. სივრცე ინჟინრებს, დიზაინერებს, ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ადამიანებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უმასპინძლებს.

ღონისძიების მთავარი თემები ტექნოლოგიები და ინოვაციები იქნება. დღის განმავლობაში ფესტივალზე დამსწრეები სხვადასხვა აქტივობას იხილავენ, იქნება ეს საინჟინრო შოუ, რობოტების ბრძოლა თუ ინტერაქციული სივრცეები. უფრო ზუსტად, Robo Battle 2025-ზე დაგვხვდება:

  • რობოტების ბრძოლა — დისტანციურად მართვადი რობოტების შეჯიბრება სამ წონით კატეგორიაში;
  • SUMO რობოტების ტურნირი — ავტონომიური რობოტების შეჯიბრება;
  • დრონების საგამოფენო სივრცე;
  • დრონების საფრენი სივრცე;
  • RC CAR საგამოფენო სივრცე;
  • დემო ზონა, რომელშიც მონაწილეთა რობოტების დათვალიერებას შევძლებთ;
  • კვებისა და გართობის სივრცე — მუსიკა, თამაშები და სოციალიზაცია;
  • სპონსორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების სტენდები.

რობოტების ბრძოლისა და SUMO რობოტების შეჯიბრებისთვის გუნდური რეგისტრაცია იყო გამოცხადებული. პროცესი უკვე დასრულდა, საბოლოო ჯამში კი ამ აქტივობებში წარდგება: საბრძოლო რობოტების 92 გუნდი (315 მონაწილე) და სუმო რობოტების 49 გუნდი (132 მონაწილე).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რობოტების ბრძოლისა და SUMO რობოტების კატეგორიებში საპრიზო ფონდი 25 ათასი ლარია. ეს თანხა სხვადასხვა წონით კატეგორიასა თუ ნომინაციაში გამარჯვებულ გუნდებზე განაწილდება.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია — ამისათვის მხოლოდ მარტივი რეგისტრაციის გავლაა საჭირო ამ ბმულზე. გვექნება ინტერაქციულ აქტივობებში ჩართვის შანსიც, საბოლოოდ კი ღონისძიების მთავარ სანახაობას, რობოტების ბრძოლასა და SUMO რობოტების შეჯიბრებას, ვიხილავთ.

ღონისძიება დილის 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. იგი თბილისში, კერძოდ რადიო ქალაქში (Radio City / District 4), გაიმართება. რუკაზე მისამართს ამ ბმულზე იხილავთ. თუკი ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ საქართველოს რობოტიკის ასოციაციას მიმართოთ მეილზე: info@gra.ge.

READ  28 ივნისიდან თბილისში მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება — იხილეთ დეტალები

რობოტთა ორთაბრძოლაზე ჩვენს პოდკასტს ამ ბმულიდანაც მოუსმენთ.

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.