თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის შეხვედრა გაიმართა — შენი თბილისი

თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის შეხვედრა გაიმართა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის შეხვედრა გაიმართა, ისინი მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამართულ სამუშაო შეხვედრას აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი ლაშა მოძღვრიშვილი და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გოგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულების საკითხები (უკანონო მშენებლობების შეჩერება, დემონტაჟი, ფინანსური სანქციები და ყადაღა).

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

მხარეები შეთანხმდნენ, სახელმწიფო და კერძო მიწებზე უკანონო მშენებლობების აღსაკვეთად და პრევენციისთვის, უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაზე.

„თბილისის ურბანულად სწორი განვითარებისთვის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კანონიერი ინტერესების დასაცავად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკანონო მშენებლობების აღკვეთას. ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ქმედით ღონისძიებებს ატარებს.

დღეს, შეხვედრა გვქონდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს ახალ ხელმძღვანელობასთან, სადაც განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ აღსრულების ბიუროსა და აღსრულების პოლიციის ჩართულობით, ინტენსიურად დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები. ასევე, შევთანხმდით ინსპექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, როგორიცაა უკანონო მშენებლობის შეჩერება, ფინანსური სანქცია და დემონტაჟი, აღსრულების ეფექტურ მექანიზმებზე“, – განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გოგი ჩიქოვანმა.

 

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის შეხვედრა გაიმართა. 21 თებერვალი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისის-მუნიციპალურ-ინს/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის შეხვედრა გაიმართა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a1/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network