კვირა, თებერვალი 22, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეები28 ივნისიდან თბილისში მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება — იხილეთ დეტალები

28 ივნისიდან თბილისში მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება — იხილეთ დეტალები

28 ივნისიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ორი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება — სატრანსპორტო კვანძის მოწყობა და ხიდის რეაბილიტაცია.

ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე იწყება სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით, 28 ივნისიდან ივლისის ბოლომდე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — გზის სხვადასხვა მხარეს, მონაცვლეობით.

ასევე, დაგეგმილია მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები 28 ივნისიდან დაიწყება და ოთხი თვე გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორ სამოძრაო ზოლში ორმხრივად გაგრძელდება.

თბილისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და მოსახლეობას თავშეკავებას სთხოვს გადაადგილებისას.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ-ში”, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, დაკავებულია 1 პირი – ვაჟა სირაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები