თბილისი Time Out Abu Dhabi-ის მიერ მსოფლიოს 20 საუკეთესო კულტურულ ქალაქად აღიარდა. ეს მნიშვნელოვანი აღიარება ქალაქს პარიზისა და ბარსელონის დონეზე აყენებს.

თბილისის მოსახლეობამ რეკორდულ 1.33 მილიონს მიაღწია — საყოველთაო აღწერის შედეგები

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

საქსტატის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონია. ეს აღწერის წინა შედეგებთან შედარებით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა 5%-ით, ანუ 200 ათასით მეტია.

საქსტატმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარა. აღწერის მიზანს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის დადგენა წარმოადგენდა და ის უშუალოდ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის დადგენას არ ისახავს მიზნად, რადგანაც აღწერის დროს აღირიცხებიან ის პირებიც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას არ ფლობენ თუმცა ქვეყანაში ცხოვრობენ და უცხოელ ემიგრანტებს წარმოადგენენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით ბოლო 10 წელიწადში თბილისის მოსახლეობა 221 ათასით გაიზარდა და მან 1.33 მილიონს მიაღწია. ეს 20%-იან მატებას წარმოადგენს.

თბილისის შემდეგ ზრდის მიხედვით მეორე ადგილზეა ბათუმის მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობაც 10 წელიწადში 82 ათასით გაიზარდა, რაც 53%-იანი მატებაა. თუმცა, ამ რეგიონებისგან განსხვავებით, მოსახლეობა შემცირებულია იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. მათ შორის ყველაზე მკვეთრად, 28 ათასი ადამიანით, იმერეთის მოსახლეობა არის შემცირებული, პროცენტულად კი ყველაზე დიდი 11%-იანი კლება გურიაშია, რომლის მოსახლეობაც ბოლო 10 წელიწადში 12.6 ათასით არის შემცირებული.

შესაბამისად, თბილისს, ბათუმსა და რუსთავს მიღმა საქართველოს მოსახლეობა მცირდება.

2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა

საქართველოს რეგიონი მოსახლეობის რაოდენობა 2024 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით ზრდა/კლება 2014 წლის აღწერის შედეგებთან მიმართებით ზრდა/კლება პროცენტულად
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი 1,33 მილიონი ადამიანი; +221.4 ათასი ადამიანი; +20%
იმერეთი 505.5 ათასი ადამიანი; -28.4 ათასი ადამიანი; -5%
ქვემო ქართლი 438.4 ათასი ადამიანი; +14.4 ათასი ადამიანი; +3%
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 401.1 ათასი ადამიანი; +67.1 ათასი ადამიანი; +20%
სამეგრელო-ზემო სვანეთი 309.1 ათასი ადამიანი; -21.7 ათასი ადამიანი; -7%
კახეთი 301.4 ათასი ადამიანი; -17.2 ათასი ადამიანი; -5%
შიდა ქართლი 250.6 ათასი ადამიანი; -12.8 ათასი ადამიანი; -5%
სამცხე-ჯავახეთი 152.3 ათასი ადამიანი; -8.2 ათასი ადამიანი; -5%
გურია 100.8 ათასი ადამიანი; -12.6 ათასი ადამიანი; -11%
მცხეთა-მთიანეთი 95.7 ათასი ადამიანი; +1.1 ათასი ადამიანი; +1%
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 28.9 ათასი ადამიანი; -3.2 ათასი ადამიანი; -10%
სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისის მოსახლეობამ რეკორდულ 1.33 მილიონს მიაღწია — საყოველთაო აღწერის შედეგები. 26 თებერვალი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისის-მოსახლეობამ-რეკ/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისის მოსახლეობამ რეკორდულ 1.33 მილიონს მიაღწია — საყოველთაო აღწერის შედეგები [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%99/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network