ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეები70,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის ტენდერი გაიხსნა - რომელმა კომპანიებმა წარადგინეს განცხადება

70,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის ტენდერი გაიხსნა – რომელმა კომპანიებმა წარადგინეს განცხადება

თბილისში ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის ტენდერის წინადადებები გაიხსნა – 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის მშენებლობის განცხადება მუნიციპალური განვითარების ფონდს სამმა კომპანიამ წარუდგინა. დაფიქსირებული ფასი 744.9 მილიონი ლარიდან 850 მილიონ ლარამდე მერყეობს, რაც ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე ანუ 876 მილიონ ლარზე 131.1-26 მილიონი ლარით ნაკლებია.

ტენდერში მონაწილე ერთადერთი ქართული კომპანია არის “ანაგი”, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი სტადიონის პროექტირება და მშენებლობა 850 მილიონ ლარად შესთავაზა, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი თურქულმა კომპანია YDA-მ დააფიქსირა 744.9 მილიონი ლარის ოდენობით.

ახალი სტადიონი Design Build-ის პირობებით უნდა აშენდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოვლენილი გამარჯვებული პასუხისმგებელი იქნება როგორც არქიტექტურული ნახაზების მომზადებაზე ასევე შემდგომ სამშენებლო სამუშაოებზე. წარდგენილი პროექტი სრულად უნდა შეესაბამებოდეს UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონის მოთხოვნებს.

თბილისის ახალი სტადიონის სამშენებლო წინადადებები ასე ნაწილდება:

  • ანაგი (საქართველო) – 850 მილიონი ლარი;
  • მაქრო ქონსთრაქშენი და შპს ინშაათჩი 3 (საქართველო და აზერბაიჯანი) – 789.4 მილიონი ლარი;
  • YDA İNŞAAT (თურქეთი) – 744.9 მილიონი ლარი.

 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამივე კომპანიამ წარადგინა გამოუხმობი საბანკო გარანტია 8.7 მილიონი მილიონი ლარის ოდენობით.

ტენდერში მონაწილე კომპანიებიდან საქართველოში სტადიონის მშენებლობის გამოცდილება კომპანია “ანაგს” აქვს, რომელმაც ბათუმის 20,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი 145 მილიონ ლარად ააშენა.

რაც შეეხება სხვა კომპანიების გამოცდილებას, კომპანია YDA İNŞAAT-ის ვებგვერდის მიხედვით, კომპანია ჩართულია თურქეთში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში, როგორიცაა ავტომაგისტრალების მშენებლობა, აეროპორტების მშენებლობა/რეკონსტრუქცია, სამრეწველო ობიექტების მშენებლობა და სხვა. ვებგვერდის თანახმად კომპანიის მიერ შესრულებულია 15,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტი ქალაქ კარაბუკში.

ახალი ეროვნული სტადიონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ არსებულ 270,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ახალი სტადიონის აშენებისთვის 51 თვე ანუ 4 წელი და 3 თვე ექნება, შესაბამისად თუკი გამარჯვებული წელს გამოვლინდება, მისი მშენებლობა 2029-2030 წლებში უნდა დასრულდეს.

წყარო

READ  თბილისში ჰაერის ხარისხი დამაკმაყოფილებელ დონეზეა

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.